მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულოს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგის თანახმად ორი საკითხი განიხილეს

2019 წლის 30 სექტემბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი №01-06/14 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე პირველ საკითხად განხილულ იქნა შპს „ქედის წყალკანალის“ მიერ 2019 წლის 8 თვეში შესრულებული სამუშაოს ანგარიში, ხოლო მეორე საკითხად წარმოდგენილი იყო ა(ა)იპ - „ქედის ისტორიული მუზეუმი“-სათვის ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უვადოთ, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულების პროექტი.

ორივე საკითხი სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობისგან იქნა მხარდაჭერილი.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?