მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულოს მორიგ სხდომაზე 4 საკითხი განიხილეს

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი №01-06/05 სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.

საკრებულომ წევრებმა მხარი დაუჭირეს შემდეგი საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტებზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე განკარგულების პროექტებს:

1)„„ქედის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

2) საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის, საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

3) „„ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება)პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

სხდომაზე ასევე განხილული და დამტკიცებული იქნა ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რიცხოვნობა განისაზღვრა 30 (ოცდაათი) ერთეულით.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?