საკრებულოს მორიგ №01-06/05 სხდომაზე დღეს 10 საკითხი განიხილეს



დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი №01-06/05 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან 22 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ათი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე პირველ და მეორე საკითხად განხილეს და დადებითად გადაწყვიტეს „„ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი და „„ქედის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტები.
დღის-წესრიგით გათვალისწინებული მე-3 საკითხი - ქედის მუნიციპალიტეტის მერის ლევან გორგილაძის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ქედის მუნიციპალიტეტის მერმა - ლევან გორგილაძემ წრადაგინა. საკრებულოს წევრებთან ერთად განიხილა სამომავლო გეგმები და დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
სხდომაზე განხილული და დადებითად გადაწყვეტილი იქნა საკრებულოს უმრავლესობის მიერ შემდეგი განკარგულების პროექტები:
,,ქედის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენის თაობაზე” ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
,,ქედის მუნიციპალურ საკუთრებად რეგისტრირებული, დაბა ქედაში წერეთლის ქ.№12-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში (ს/კ 21.03.34.290) არსებული 9 ერთეული საცხოვრებელი ბინის, დაბა ქედაში რუსთაველის ქ.№24-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში (ს/კ 21.03.35.365) არსებული 12 ერთეული საცხოვრებელი ბინის და დაბა ქედაში რუსთაველის ქ.№15-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში (ს/კ 21.03.32.071) არსებული 26 ერთეული საცხოვრებელი ბინის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ” ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილების ფარგლებში ამ საცხოვრებელ ბინებში მცხვორებ მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცემათ შენობა ნაგებობები და შესაძლებელი გახდება იქ მცხოვრები მოქალაქეებისათვის არსებულ ბინებზე საკუთრების რეგისტრაცია.
,,ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტზე პირდაპირი განკარგვის წესით, ვადიანი, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ” ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდება სოფელი გობრონეთში (ზედა გობრონეთი) 7419.06 მეტრი სიგრძის სარწყავი არხისა და სოფელ მერისში 2320.66 მეტრი სიგრძის სარწყავი არხების რეაბილიტაცია და ექსპლუატაციაში შეყვანა, შემდგომი მოვლა პატრონობის ჩათვლით.
,,ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფერმერთა საკუთრებაში არსებული პირუტყვის ვაქცინაციის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფერმერთა საკუთრებაში არსებული მ/ფ პირუტყვის ვაქცინაცია იმ დაავადებებზე რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით არ ხორციელდება. ეს დაავადებებია პასტერელოზი და ემკარი. ამ დაავადებებით მიყენებული ეკონომიკური ზარალი კი ძალიან დიდია. პროგრამის განხორციელებით შესაძლებელი გახდება მეცხოველეობის განვითარება ცხოველთა რაოდენობის მატებით. ცხოველთა ჯანსაღი ნამატის მიღება. გაიზრდება მეცხოველეობით მიღებული პროდუქტების რაოდენობა. კეთილსაიმედო კერებიდან მივიღებთ კეთილსამედო პროდუქტს.
,,ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2018 წლის მიზნობრივი პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
,,ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2018 წლის მიზნობრივი პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ს უარი ეთქვა მის მიერ ინიცირებული ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისათვის გასაგზავნი მიმართვის ტექსტის დამტკიცებაზე.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |