საკრებულოს №01-06/10 მორიგ სხდომაზე დღის წერიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს















ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N01-06/10 მორიგ სხდომაზე, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული თერთმეტი საკითხი განიხილეს. სხდომას 24 წევრიდან 20 ესწრებოდა
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს ქედის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინცირებული ხუთი ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, კერძოდ: საკრებულოს გადაწყვეტილებით მიღებული იქნა ქედის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესები, ასევე დამტკიცდა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმები.
საკრებულომ მორიგ სხდომაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელი და მისი ოდენობა განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 0,70 ლარით განსაზღვრა, ხოლო ადგილობრივი მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ერთ სულ მოსახლეზე – 0.50 ლარით თვეში, ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 000 ან 70 000-ზე დაბალია, - 0,25 ლარი განისაზღვრა. სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობად კი 4 სული დადგინდა.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დაბა ქედაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასად განისაზღვრა 7,30 ლარი, ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2.19 ლარი, ხოლო დასხლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია 1.82 ლარის ოდენობით.
ხდომაზე საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ,,ქედის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს.
სხდომაზევე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ,,ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე განხილვის პროცედურების გაგრძელების შესახებ.
სხდომის გადაწყვეტილებით, ტერმინოლოგიური ცვლილებების მიზნით ცვლილება შევიდა ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში.
მომხსენებელმა, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა დღის წესრიგით გათვალისიწინებული მე-7 საკითხი წარმოადგინა, რომელიც შეეხებოდა ქედის მუნიციპალიტეტში პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენას. მისივე განმარტებით, ამ დრომდე მუნიციპალიტეტს სამართლებრივი რეგულირების თვალსაზრისით აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია. მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად პარკირების ორი სახე განისაზღვრა - საერთო და სპეციალური პარკირება, რომლის ორგანიზება უნდა განხორციელდეს მუნიცუპალიტეტის აღმასრულეველი ორგანოს - მერიის ან პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემული მესამე პირის მიერ. მომხსენებელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პარკირების საფასურის დადგენა არ ხორციელდება.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ მე-8 და მე-9 საკითხებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ იგი შეეხებოდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისისა და სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლებისთვის სახელის ცვლილებას. საკრებულომ მიზანშეწონილად მიიჩნია სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლისთვის შოთა ანანიძის, ხოლო სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლისთვის რამინ ბერიძის სახელის მინიჭება.
საკრებულომ აგრეთვე ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ქედის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2018 წლის ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მგზავრობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც პროგრამაში მოხდა ბენეფიციარების ჩანაცვლება.
მორიგ სხდომაზევე დამტკიცდა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2018 წლის მიზნობრივ პროგრამებს დაემატა ახალი ,,2018 წლის განმავლობაში ქედის მუნიციპალიტეტში შპს საფეხბურთო კლუბ ბეთლემის მხარდამჭერი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა“. აღნიშნული ქვეპროგრამის მიზანია შპს საფეხბურთო კლუბი ბეთლემის ბაზაზე არსებული სხვადასხვა ბავშვთა ასაკობრივი ფეხბურთის გუნდების მხარდამჭერა და მათი მონაწილეობა სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში. სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობა.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |