მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებები დაამტკიცა

2023 წლის 8 დეკემბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/18 რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდ, მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებები დაამტკიცდა. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 17 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.

„ქედის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების თანახმად, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულების ეკონომიებიდან იქნა მიღებული, სხვა და სხვა პრიორიტეტული ღონისძიებები დაფინანსდება, მათ შორის შიდა სასოფლო-საუბნო გეზების რეაბილიტაცია, მოწყვლადი ჯგუფების მედიკამენტებით უზრუნვეყოფა, სარეზერვო ფონდის ცვლილება და სხვა.

დღის წესრიგის შესაბამისად, საკრებულოს გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №35 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (დადგენილება) პროექტზე, „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (დადგენილება) პროექტზე და „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (დადგენილება) პროექტზე.

საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია (თავმჯდომარე - ვაჟა აბულაძე), (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული;). დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2023 წლის 25 დეკემბერს დღის 18:00 საათამდე სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიაში.

განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2023 წლის 26 დეკემბერს დღის 12:00 საათზე (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სხდომათა დარბაზი).

ნორმატიული ადმისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (დადგენილების) პროექტის გამოცემის თარიღად განსაზღვრულია 2023 წლის 29 დეკემბერი.

საკრებულომ მეხუთე და მეექვსე საკითხებად ხმათა უმრავლესობით მიიღო ,,ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ" ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი და ,,მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.


დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?