მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ №01-06/13 სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან 18 ესწრებოდა, რომლებმაც დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ, მეორე და მესამე საკითხებზე:
- „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;
- ,,ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;
- ,,ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტებზე.
განსახილველი საკითხების თაობაზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2020 წლის 3 ნოემბერს, დღის 15:00, 16:00 და 17:00 საათზე (მისამართი: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული, სხდომათა დარბაზი), ხოლო აღნიშნული დადგენილებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 6 ნოემბერი.

მე-4 საკითხად საკრებულოს წევრებმა განიხილეს ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების (ქონება) ნუსხაში ცვლილებები, რომლის საფუძველზეც დამტკიცდა საპრივატიზაციო ობიექტების განახლებული რეესტრი. საკითხს მხარი დამსწრეთა უმრავლესობამ დაუჭირა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?