საკრებულომ მორიგ სხდომაზე ოთხი საკითხი განიხილა





მიმდინარე წლის 29 სექტემბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან ცინცაძის ხელმძღვანელობით საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი:
საკრებულოს წევრებმა განიხილეს პროექტი ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
სხდომაზე კენჭი უყარეს ქედის მუნიციპალურ საკუთრებად რეგისტრირებული, ერთი ერთეული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ განკარგულების პროექტს. ასევე, განიხილეს პროექტი ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“-სათვის გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
სხდომაზე, ასევე, განხილულ იქნა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
- შეგახსენებთ, რომ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ’’, რომელსაც ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია.
- დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2023 წლის 19 ოქტომბერს დღის 18:00 საათამდე სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიაში.
- განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2023 წლის 20 ოქტომბერს დღის 16:00 საათზე, ხოლო ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (დადგენილება) გამოცემის თარიღად განსაზღვრულია 2023 წლის 27ოქტომბერი.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |