მთავარი სიახლეების არქივი

სახალხო ზეიმი ვიზიტორთა სიმრავლით გამოირჩეოდა

ფოლკლორული, ეთნოგრაფიული, კულინარიული გამოფენები, პრეზენტაციები, სადემონსტრაციო აქტივობები, ადგილობრივი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მიერ გამართული კონცერტი, ქედის ღვინის დეგუსტაცია და ა.შ. - მრავალფეროვანმა პროგრამამ ვიზიტორთა მოწონება დაიმსახურა. ადგილობრივ და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სახალხო ზეიმს დღეს უცხოელი ტურისტებიც ესწრებოდნენ. ზურაბ პატარაძე ქედას მეუღლესთან ერთად ეწვია და ადგილობრივებს სახალხო ზეიმი მიულოცა. ღონისძებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები. დავით დუმბაძემ სიტყვით გამოსვლაში ქედელებს მადლობა გადაუხადა 4 წლიანი მჭიდრო თანამშრომლობისთვის და განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე გააკეთა აქცენტები. ქედელებს ,,შემოდგომა ქედაში" ასევე ახლადარჩეულმა მერმა ლევან გორგილაძემ და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიულოცეს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?