მთავარი სიახლეების არქივი

საერთაშორისო დონის კონფერენციაზე ქედიდან 2 მომხსენებელი წარსდგა

,,საქართველოში თანასწორობის შესაძლებლობების გაძლიერება" - ამ თემაზე საერთაშორისო დონის კონფერენცია 17 მარტს, სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს მოქალაქეების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების იმ ინიციატივებს მოიცავდა, რომლებმაც ქვეყნის სამ რეგიონში მცხოვრებ ქალებსა და მამაკაცებს ეკონომიკური და სამოქალაქო აქტივობის და შესაბამისად, წარმატების მიღწევის საშუალება მისცა. კონფერენციაზე ქედის მუნიციპალიტეტიდან 2 მომხსენებელი იყო წარდგენილი - ,,ქალთა ოთახის" მენეჯერმა თეა შარაშიძემ საზოგადოებას ერთი დღე ქალთა ოთახში - ახალი მუნიციპალური სერვისის ფუნქციები და მოვალეობები საინტერესოდ გააცნო, ხოლო გამგებლის წარმომადგენელმა მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ლევან ვერძაძემ, ადგილობრივი თვიმმართველობის მიერ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორვიელებაზე ისაუბრა მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმძღვანელო პრინციპებით. ორივე მომხსენებელმა აუდიტორიის მოწონებები დაიმსახურეს. ასევე უაღრესად საინტერესო სიტყვით გამოვიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე - ორგანიზაცია ,,ერთმანეთისთის დამფუძნებელი სოფიო ბაკურაძე. კონფერენციის მიმდინარეობის პარალელურად, ფოიეში მოწყობილ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ქედის კულტურის ცენტრის კერძო და მუნიციპალური ინიციატივები, მრავალფეროვანი ხელნაკეთი სუვენირები, ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და საგნები, ასევე რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების, ფერმერული მეურნეობების მიერ წარმოებული რძისა და თაფლის პროდუქტები, ქართული მატყლი, რეგიონული მედია – გაზეთები და ტელევიზიები. გამოფენილი იყო ფოტოკონკურსის ფინალისტთა ნამუშევრებიც, რომელთა შორის ქედიდან სოფიო ხაბაზის ნამუშევარი იყო წარდგენილი. კონფერენცია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს პატრონაჟით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული „მერსი ქორფს-საქართველოს“ პროგრამის ორგანიზებით გაიმართა. ქედის მუნიციპალიტეტი აღნიშნულ ღონისძიებაზე წარმატებულად წარსდგა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?