მთავარი სიახლეების არქივი

რეალურ ისტორიებზე შექმნილი ფილმების განხილვა მოეწყო

გამგეობის განათლების, კულტურისა და ტურიზმის განყოფილების პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სფეროში წარმატებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეალურ ისტორიებზე შექმნილი ფილმების ჩვენება/განხილვა მოეწყო. ცნობილი ფიზიკოსის სტივენ ჰოკინგის ცხოვრების შესახებ - ჯეიმს მარშის ფილმში ,,ყველაფრის თეორია", შემდეგ კი, ჯიმ შერიდანის ,,ჩემი მარცხენა ფეხი", რომელიც ცერებრალური დამბლით დაავადებული მწერალისა და არტისტის - კრისტი ბრაუნის ისტორიას მოგვითხრობს. განხილვა გაფორმებული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ცნობილი ჯაზ პიანისტის - მიშელ პეტრუჩიანის მუსიკალური კომპოზიციებით. ,,მომწონს ფილმების ასე ერთად განხილვა, ერთი ოჯახივით შეკრება. არასოდეს მქონდა ნანახი ეს ფილმები და მინდა ყველა კინო სრულდებოდეს კარგად" - განაცხადა 11 წლის მიშიკო ნაკაშიძემ. ,,იმისთვის, რომ არ დანებდე პრობლემას, სულიერად უნდა იყო ძლიერი, ჩემი თაობა შეგუებულიცაა ერთგვარად, მომავალ თაობაზე უნდა ვიზრუნოთ ერთად. მადლობა ორგანიზატორებს რომ ასე ყველა - პედაგოგი, ახალგაზრდა, შშმ პირი თუ საზოგადოების სხვა წევრი, ერთად განვიხილავთ როგორ მივცეთ სტიმული, იმედი, განვითარების სურვილი სხვადასხვა პროფესიაში წარმატებისათვის შშმ პირებს ...მთავარი მოტივატორები კი ფილმის გმირები არიან" - აღნიშნა შეხვედრის დასასრულს მანუჩარ კახიძემ.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?