მთავარი სიახლეების არქივი

ქედის საბავშვო ბაღებში 1 ივნისი გამოფენებით აღნიშნეს

ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღე ქედის საბავშო ბაღებში საზეიმოდ აღინიშნება. აღსაზრდელების უაღრესად საინტერესო ნამუშევრების გამოფენა ღია ცის ქვეშ, ბუშტებისა და ფრანების ფესტივალი, ცეკვები, სიმღერები - სწორედ ასე აქციეს N1 საბავშო ბაღში ღონისძიება დღესასწაულად. პატარების ნამუშევრებს ქედის გამგებელი დავით დუმბაძე, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი აიშე თებიძე და საზოგადოების სხვა წევრები დღეს დილიდან ეცნობოდნენ. ,,აღფრთოვანებული ვარ ჩვენი პატარების საოცარი ნამუშევრებით. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და მადლობა მათ!.. ყველა ბავშვს ვულოცავ დღევანდელ დღეს და ვუსურვებ ყოველი მათი დღე იყოს დღესასწაული, ასეთი ფერადი და საინტერესო!" - აღნიშნა დავით დუმბაძემ. აღსანიშნავია, რომ ქედაში ბოლო 3 წლის განმავლობაში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. მიმდინარე წელს კი დოლოგნისა და წონიარისი საბავშო ბაღებს უტარდებათ სარემონტო სამუშაოები.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?