ქედის მუნიციპალიტეტში, ევროსტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობის მშენებლობა დასრულდა
31 ივლისი 2023
ქედის მუნიციპალიტეტში, ევროსტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობის მშენებლობა დასრულდა.
სასწრაფოს შენობა მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე მოინახულა.
მშენებლობა 2022 წელს გარდამავალი პროექტის ფარგლებში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. აშენდა ევროსტანდარტების შესაბამისი კაპიტალური ერთსართულიანი შენობა, რომელიც აღჭურვილია წყლისა და კანალიზაციის სისტემით, შიდა ელექტრო მომარაგებით, გათბობა - გაგრილება ვინტილაციით, კომპიუტერული და სატელეფონო ქსელებით, ასევე სახანძრო უსაფრთხოების სისტემით.
კეთილმოეწყო გარე ფასადი და პარკინგის ადგილი.
მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 344 197 ლარი დაიხარჯა.
დაუკავშირდი მერიას
დაუკავშირდი საკრებულოს
სიახლეების არქივი
2025
მარტი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |