მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტს ევროპის ჩემპიონატზე ქვიშის ჭიდაობაში 3 ოქროს მედალოსანი ჰყავს

დღეს მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, პირველ მოადგილე იმედა ვასაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე წარმატებულ სპორტსმენებს, მწვრთნელებს და ააიპ სასპორტო სკოლის ხელმძღვანელს მანუჩარ ჯიჯავაძეს შეხვდა.

რუმინეთში ქალაქ ტიმიშოარაში, ქვიშის ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე 15, 17 და 20 წლამდელთა ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა, სადაც ქედის მუნიციპალიტეტიდან ოთხი ფალავანი ასპარეზობდა, მათგან სამმა სპორტსმენმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

ლუკა მახარაძე (65კგ) U15

ზებურ აბაშიძე (75კგ) U15

კობა გოგუაძე (70კგ) U17

ქედის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჯემალ კილაძეს და სპორტსმენებს ღირსეულ ასპარეზობას და წარმატებებს უსურვებს.

გამარჯვებულ ფალავნებს და მწვრთნელებს ქედის მუნიციპალიტეტის მერია ფულად ჯილდოს გადასცემს.
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივნისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?