ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში N01-06/13 რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს





მიმდინარე წლის 18 აგვისტოს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში N01-06/13 რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც ამირან ცინცაძე თავმჯდომარეობდა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან ესწრებოდა 17.
სხდომაზე დღის წესრიგის პირველ საკითხად განიხილულ იქნა „„ქედის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილები შეტანის თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი და ხმათა უმრავლესობით დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა ახალი მაღალი გამავლობის ნაგავმზიდი ავტომობილის შეძენისათვის.
მეორე საკითხად განხილულ იქნა ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის საკითხი ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით, ვადით, სასყიდლიანი იჯარის ფორმით გადაცემაზე, რომელსაც საკრებულომ ერთხმად დაუჭია მხარი.
დღის წესრიგით გათვალსწინებული მესამე საკითხი, ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების (ქონება) ნუსხის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის N33 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადებითად იქნა გადაწყვეტლი, რითაც საპრივატიზაციო ნუსხას დაემატა სოფელ ქვ. მახუნცეთში 122 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |