ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგ N01-06/10 სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს






სხდომაზე დღის წესრიგის ცვლილების დამტკიცების შემდეგ პირველ საკითხად განიხილულ იქნა „„ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი და ხმათა უმრავლესობით დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
განკარულება; ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; „ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ დადგენილების პროექტი.
საკრებულომ ასევე განიხილა და დაამტკიცა „,,ქედის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი. აღნიშნული გადაწყვეტილებით ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი გაიზარდა 1 801 470 ლარით, რომლითაც დაფინასდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები 693 940 ლარით, დაბა ქედაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის შენობის რეკონსტრუქციის ჩატარება და საცხოვრებელ სახლად გადაკეთდება 545 060 ლარით, მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობის და ზუნდაგის ბაგა-ბაღის რეკონსტურქცია 400 000 ლარით და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები და ინფრასტრუქტული პროექტები.
სხდომაზე დადებითად გადაწყდა „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი და ,,„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2017 წლის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის №11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |