ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წლის 25 აგვისტოს გამართულ მორიგ N01-06/14 სხდომაზე დღის წერიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს.











მიმდინარე წლის 25 აგვისტოს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში N01-06/14 მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ ანანიძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან ესწრებოდა 17.
დღის წესრიგის შესაბამისად სხდომაზე პირველ საკითხად განხილულ იქნა „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, რომელიც საკრებულოს აპარატის უფროსმა მუხრან სალაძემ წარადგინა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიულ დეპარტამენტთან კონსულტაციების შესაბამისად შემუშავებული იქნა საკრებულოს აპარატის განახლებული დებულების პროექტი და სხდომაზე ერთხმად იქნა დამტკიცებული.
სხდომაზე მეორე საკითხი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა სულიკო ჩხიკვაძემ წარადგინა და აღნიშნა, რომ ნორმატული აქტის მიღების მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შემოღება ქედის მუნიციპალიტეტში. საკრებულოს წევრმა რომან დავითაძემ განმარტა, რომ წარმოდგენილი დადგენილების დამტკიცების შემდეგ შესაძლებელი იქნება აღმასრულებელმა ორგანომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით განახორციელოს სააგიტაციო-განმარტებითი სამუშაოები მესაკუთრეებთან, შესაბამისი ორგანოების/საინიციატივო ჯგუფების მონაწილეობით მოამზადონ მრავალბინიანი სახლების ტექნიკური პასპორტები და ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, შეიმუშავონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშესაწყობის პროგრამები და უზრუნველყონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა. საკრებულოს სხდომაზე ერთხმად იქნა დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა გორგილაძემ მესამე საკითხად წარმოადგინა დადგენილების პროექტი „ქედის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე იმ გზების სიის განსაზღვრისა და დამტკიცების შესახებ“, რომლებზედაც ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება. მომხსენებელმა განმარტა, რომ წარმოდგენილი ნორმატიული აქტის პროექტის შესაბამისად ხდება ახალი დადგენილების მიღება - სადაც განისაზღვრება, ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ქუჩების სახელდება, რომლებზედაც ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა), კერძოდ დაბა ქედის შემდეგ ქუჩებზე:
1) ტბელ აბუსერიძის ქუჩა;
2) შოთა რუსთაველის ქუჩა;
3) 9 აპრილის ქუჩა;
4) დავით აღმაშენებლის ქუჩა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ თუ იქნებოდა შესაძლებელი სხვა ქუჩების, ან შიდა სასოფლო გზების დამატება სასწავლო სვლის სიაში, თუმცა აღნიშნული საკითხი კენჭისყრაზე არ დაყენებულა, შესაბმისად საკრებულომ უმრავლესობით დაამტკიცა წარმოდგენილი დადგენილების პროექტი.
დღის წერიგის შესაბამისად საკრებულომ სხდომაზე დაამტკიცა „„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტი, რომლითაც შესაძლებელი გახდა დებულების კანონმდებლობასთან შესაბამისაობაში მოყვანა.
საკრებულომ განიხლია და ერთხმად მიიღო დადებითი გადაწყვეტილება „საქართველოს პარლამენტის აპარატზე ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, ვადიან, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 42,7 კვ.მ. ფართის (ს/კ21.03.35.039.01.500) გადაცემა განხორციელდა საქართველოს პარლამენტის აპარატზე პირდაპირი განკარგვის წესით, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრის (ანზორ ბოლქვაძის) უფლებამოსილების ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით.
სხდომაზე გადაწყვეტილ იქნა იმ ადგილების გამოყოფის საკითხი სადაც შესაძლებელია ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გაკვრა და გამოფენა, ასევე ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების გამოყოფის შესახებ, სადაც შესაძლებელია საარჩევნო ღონისძიებების ჩატარება.
საკრებულომ დამტკიცა იმ შენობა-ნაგებობების ნუსხაც, სადაც აკრძალულია ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების (სააგიტაციო მასალის) განთავსება.
დღის წერიგის მეცხრე საკითხად საკრებულომ დაამტკიცა ცვლილებები ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2017 წლის მიზნობრივ პროგრამებში.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |