ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წლის 13 აპრილს N01-06/05 რიგგარეშე სხდომა გაიმართა
სხდომაზე დღის წესრიგის შესაბამისად განხილულ იქნა საკითხი ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მიერ ერთობლივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მუნიციპალური სერვისების განვითარების ცენტრი“-ს დაფუძნებაში მონაწილეობაზე ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე, რომელიც საკრებულოს წევრების მხრიდან დადებითი გადაწყვეტილებით შეფასდა.
წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიეცა თანხმობა ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ცხემნაში მდებარე 1234,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული 64,30 კვ.მ. შენობა-ნაგებობის, სოფელ პირველ მაისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 459,60 და 128,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, სოფელ აგარაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 400,00 და 4398,20 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, აუქციონის წესით, იჯარის ფორმით გადაცემაზე.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომაზე ასევე დადებითად გადაწყვიტა საკითხი „ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების (ქონება) ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის №33 განკარგულებით დამტკიცებულ დანართ №1-ში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საკრებულოს წევრების მიერ სხდომაზე ერთხმად მოწონებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, დაფინანსების მიზნით, ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ წინადადებები, რომლებიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას, დაბა ქედაში აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული ყოფილი ადგილმრეწველობის კომბინატის შენობის რეკონსტრუქციას და საცხოვრებელ სახლად გადაკეთებას, ასევე მახუნცეთის თემის ადმინისტრაციული შენობისა და ზუნდაგის ბაგა-ბაღის რეკონსტრუქციას.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |