ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში №01-06/17 რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული ხუთი საკითხი განიხილეს








ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის 17 ნოემბერს გაიმართა №01-06/17 რიგგარეშე სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას 24 საკრებულოს წევრიდან 17 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე პირველ საკითხად განხილულ იქნა „„ქედის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, დასახელებულ საკითხზე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რომელსაც განახორციელებს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია. კომისიაში შენიშვნების წარდგენა შესაძლებელია მიმდინარე წლის 21 დეკემბერს 18:00 საათამდე, ხოლო ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართება 2017 წლის 22 დეკემბერს 16:00 საათზე. ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) გამოცემის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 29 დეკემბერი.
წარმომადგენლობით ორგანოში მე-2 და მე-3 საკითხებად განხილული და მიღებული იქნა შემდეგი განკარგულების პროექტები:
1. ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ძენწმანში მდებარე 400 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
2. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2017 წლის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
საკრებულოსმ მეოთხე საკითხად მოისმინა პეტიციების განხილვის შედეგების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში, ხოლო დღის წესრიგის შესაბამისად მეხუთე საკითხად მოისმინა და დადებითად შეაფასა ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2017 წლის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში.
სხდომის დასასრულს ამირან ცინცაძემ მადლობა გადაუხადა საკრებულოს წევრებს ნაყოფიერი საქმიანობისათვის და უსურვა წარმატებები შემდგომ საქმიანობაში.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |