მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ №01-06/16 სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს „ „ქედის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტს.

ხოლო, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „ქედის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე.

აღნიშნულ საკითხზე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია (თავმჯდომარე - რეზო თურმანიძე). (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული;), დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2020 წლის 23 დეკემბერს დღის 18:00 საათამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში, განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა კი შედგება 2020 წლის 25 დეკემბერს დღის 16:00 საათზე. (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სხდომათა დარბაზი).

„ქედის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) გამოცემის თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 28 დეკემბერი.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?