მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს № 01-06/13 მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს № 01-06/13 მორიგ სხდომაზე, განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი:

1. ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ - ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის № 6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.

2. „ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების (ქონება) ნუსხის დამტკიცების შესახებ“ - ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის №33 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

3. ქედის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენის თაობაზე - ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

4. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ 2019 წლის 6 თვეში შესრულებული სამუშაოს ანგარიშის მოსმენის შესახებ, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

5. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2019 წლის მეორე კვარტალში გაწეული სამუშაოს ანგარიშის მოსმენის შესახებ, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

საკითხები საკრებულოს დამსწრე წევრთა უმრავლესობის მხრიდან იქნა მხარდაჭერილი.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?