მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/11 რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, №01-06/11 რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც განხილული იქნა „ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების (ქონება) ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის №33 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალური აქტის - განკარგულების პროექტი.

საპრივატიზაციო ობიექტების (ქონება) ნუსხაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა ინდივიდუალური აქტის პროექტის წარმდგენმა ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა სულიკო ბოლქვაძემ და განმარტება გააკეთა ცვლილების შეტანის აუცილებლობაზე, კერძოდ: ნუსხას დაემატება პრივატიზების მიზნით, სოფელ ძენწმანის ტერიტორიაზე, მუნიციპალურ საკუთრებად რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით 7439 კვ. მეტრი და მასზე დამაგრებული (ამორტიზებული) შენობა-ნაგებობები №1 – 1417,4 კვ.მ; №2 – 88,9 კვ.მ (ს/კ 21.03.31.183), რომელზედაც ადრე განთავსებული იყო მეცხოველეობის ფერმა, ამჟამად კი დაშლილი და განადგურებულია, ხოლო მიწის ნაკვეთი უფუნქციოდაა დარჩენილი. თავისი ადგილმდებარეობის მიხედვით, აღნიშნულ ნაკვეთზე შესაძლებელია განთავსდეს საწარმოო დანიშნულების ობიექტები, რომელშიც დასაქმდება მუნიციპალიტეტის მცხოვრები მოსახლეობა და საწარმოს ფუნქციონირებით დამატებით ეკონომიკური სარგებელი გაუჩნდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს.

წარმოდგენილ პროექტს საკრებულოს დამსწრე 16-ვე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. საკითხის ამოწურვის შემდეგ კი, საკრებულოს თავმჯდომარემ რიგგარეშე №01-06/11 სხდომა დახურულად გამოაცხადა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?