მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი №01-06/02 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს.

პირველ საკითხად განხილული და მხარდაჭერილი იქნა „ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი. აღნიშნული დადგენილების მიღების მიზეზი იყო ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართის ცვლილება (მუნიციპალიტეტის ოფიცილური ვებგვერდის www.keda.gov.ge განახლებული პორტალი).

საკრებულოს განკარგულების შესაბამისად მოხდა ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმება და განისაზღვრა 20 (ოცი) ერთეულით.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, მერს მიეცა თანხმობა, ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაბა ქედის, გულების, პირველი მაისის, ზედა ბზუბზუსა და წონიარისის მინი სპორტული მოედნები, პირდაპირი განკარგვის წესით, ვადიანი, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცეს ა(ა)იპ „ქედის სასპორტო სკოლა“-ს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?