მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა

27 დეკემბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N01-06/20 რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან 23 ესწრებოდა.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა. პატივი მიაგეს ქობულეთში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულ ახალგაზრდებს. სხდომას პირველად ესწრებოდნენ მოსწავლეები.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მომავალი წლის მთვარი ფინანსური დოკუმენტი - 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტს მხარი საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა. ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ქედის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა როლანდ ბერიძემ 2019 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ გარდამავალი პროექტები მომავალ წელს დასრულდება.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 15 ნოემბრის შემდეგ ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში განიხილებოდა და გამოთქმული შენიშვნების შესაბამისად წარმოდგენილია განახლებული სახით.

ქედის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი ჯამში 11 მილიონ 835 ათასი ლარი იქნება. 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე სოციალური და ჯანდაცვის სფეროებია.

საკრებულომ დღის წესრიგის შესაბამისად სხდომაზე ორი საკითხი განიხილა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?