მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა

ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე და ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი რაულ ცინცაძე იტალიაში, ბერგამოს სოფლის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ.

გამოფენის ვიზიტორებს აჭარის სტენდთან ქართული ღვინის, ჩირეულის, ყველისა და ჩურჩხელის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ.

აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს იტალიაში, ბერგამოს სოფლის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე პოპულარიზაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო და ქედის მერიის წარმომადგენლები უწევდნენ.

გამოფენაზე ასევე ქართველი ემიგრანტების ანსამბლი "სტუდია ჯორჯია" ქართული ფოლკლორით წარსდგა.


facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?