მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, რესურსცენტრის დირექტორთან დურმიშხან შავიშვილთან ერთად ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის ქედის საზოგადოებრივი ცენტრისა და მერიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიხსნა.

ღონისძიებას მოწვეული ექიმი ფრიდონ სირაბიძე უძღვებოდა, რომელმაც ისაუბრა ექიმის, როგორც პროფესიის შესახებ. ასევე, მოხალისეებთან ერთად გამართა ღია ჭრილობის დამუშავებისა და ოპერაციის ინსცენირება.
პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სკოლებში გაგრძელდება აქტივობები, მოსწავლეებს მოწვეული სპეციალისტები შეასწავლიან პირველადი გადაუდებელი დახმარებისათვის აუცილებელ წესებს.

მუნიციპალიტეტის მერმა როლანს ბერიძემ მოხალისეობრივ საქმიანობაში აქტიურად ჩართულ ახალგაზრდებს მადლობის სიგელები გადასცა.
ღონისძიების დასასრულს საქართველოს წითელი ჯვრის ქედის საზოგადოებრივი ცენტრის მენეჯერმა ინგა ბალაძემ და ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორმა თამარ აბულაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.




facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
დეკემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?