ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, რესურსცენტრის დირექტორთან დურმიშხან შავიშვილთან ერთად ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძებას დაესწრო, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის ქედის საზოგადოებრივი ცენტრისა და მერიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიხსნა.

ღონისძიებას მოწვეული ექიმი ფრიდონ სირაბიძე უძღვებოდა, რომელმაც ისაუბრა ექიმის, როგორც პროფესიის შესახებ. ასევე, მოხალისეებთან ერთად გამართა ღია ჭრილობის დამუშავებისა და ოპერაციის ინსცენირება.
პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სკოლებში გაგრძალდება აქტივობები, მოსწავლეებს მოწვეული სპეციალისტები შეასწავლიან პირველადი გადაუდებელი დახმარებისათვის აუცილებელ წესებს.
მუნიციპალიტეტის მერმა როლანს ბერიძემ მოხალისეობრივ საქმიანობაში აქტიურად ჩართულ ახალგაზრდებს მადლობის სიგელები გადასცა.
ღონისძიების დასასრულს საქართველოს წითელი ჯვრის ქედის საზოგადოებრივი ცენტრის მენეჟერმა ინგა ბალაძემ და ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორმა თამარ აბულაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.