მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტი საკომუნიკაციო სტრატეგიის დოკუმენტით იხელმძღვანელებს

ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა 2023 წლიდან კომუნიკაციის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით იხელმძღვანელებს. დოკუმენტი მომზადებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში.

სტრატეგიის მიზანია, მოქალაქეებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის ორმხრივი კომუნიკაციის გაუმჯობესება, თვითმმართველობისადმი მოქალაქეების ნდობისა და ლოიალურობის ზრდა, საჯარო და კერძო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობის მოდელის შემუშავების სტიმულირება.

დოკუმენტში განხილულია კომუნიკაციის სისტემა, ინფორმაციის გაცვლის ფორმები და მიმოქცევის სივრცე მისი ფართო გაგებით - ურბანული პოლიტიკის დაგეგმვიდან ვირტუალურ რეალობაში კომუნიკაციამდე. ნამუშევრის შექმნისას გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სამსახურების საკომუნიკაციო ამოცანები, მზაობა და შესაძლებლობები, ასევე მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული თავისებურებები, თანამედროვე მოვლენები, პოლიტიკური ისტორია, მოსახლეობის ეკონომიკური მდგრადობა და ინტელექტუალური, სოციალური განვითარების დონე.

იხილეთ: ქედის მუნიციპალიტეტის კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

დანართი 1 დანართი 2 დანართი 3

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?