მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტი 2023 წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა კონკურსის გამარჯვებულია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით ქალაქ რუსთავში კონკურსის - „წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში 2022 წელს ნომინაციაში „წლის საუკეთესო რეგიონული მხარდამჭერი“ გაიმარჯვა რუსთავის მუნიციპალიტეტმა, შესაბამისად, წელს დაგეგმილი ღონისძიება ქალაქ რუსთავში გაიმართა. კონკურსის „2023 წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა‘‘ გამარჯვებული კი გახდა კოლეჯი ,,ბლექსის“ მიერ წარდგენილი პროექტი ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.

დაჯილდოების ცერემონიას ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულები, მუნიციპალიტეტების მერები და რეგიონებში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონკურსი - „წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა“ პირველად 2022 წელს ჩატარდა და მის მიზანს წარმოადგენს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს/თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა და მათი სამომავლო პარტნიორობის წახალისება.


facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?