მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მერმა მოსწავლეები სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა

მხატვრული კითხვის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.

კონკურსის დასკვნითი ეტაპი 25 აპრილს ქედის კულტურის ცენტრში გაიმართა, რომელშიც ქედის საჯარო სკოლების 50 მოსწავლე ღებულობდა მონაწილეობას.
კონკურსის მიზანია მოსწავლეებს გამოუმუშავოს ლიტერატურის, მხატვრული კითხვის უნარ-ჩვევების ასევე, ჟესტების, მიმიკის, ინტონაციის , ორთოგრაფიული და პუნქტუციური ნორმების სათანადოდ გამოყენების უნარი.
კონკურსში მონაწილე მოსწავლეები შეაფასა და 11 გამარჯვებული გამოავლინა კომპეტენტური ჟიურის წევრებმა.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი ეკარტერინე ქაჯაია, ქედის რესურსცენტრის დირექტორი დურმიშხან შავიშვილი, კულტურის ცენტრის დირექტორი ჯამბულ სურმანიძე და რეჟისორი ლია მახარაძე.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?