მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, დღეს ქედის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მერთან, მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებთან და ა(ა)იპ ქედის ისტორიული მუზეუმის დირექტორთან.

შეხვედრის მიზანი იყო ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა შემდეგი მიმართულებებით: კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის კუთხით თანამშრომლობა, რაც გულისხმობს სამომავლოდ სააგენტოს მიერ ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვას და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფას; კულტურული ობიექტების გამოვლენა და ინფორმაციის შეგროვება; ინფორმაციის მოწოდება ძეგლებზე უნებართვო სამუშაოებთან დაკავშირებით; კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ,,ზონალური საბჭოს’’ ჩართულობის უზრუნველყოფა და ა.შ.

შეხვედრას სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მირზა ცეცხლაძე უძღვებოდა, რომელმაც მუნიციპალიტეტს სააგენტოში დაცული და დამუშავებული შესაბამისი საინფორმაციო ბაზა გადასცა, ბაზა შიცავს თითოეული ძეგლის შესახებ ტექსტურ და გრაფიკულ მონაცემებს, ფოტომასალას და ელექტრონულ რუკებს.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?