მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში ჩაერთო

,,ფორთოხლისფერი მსოფლიო - შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ“ - აქციაში, დღეს ლევან გორგილაძე ჩაერთო და სხვა მონაწილეებთან ერთად, პოზიცია - არა ძალადობას! - ხელის პრინტით დააფიქსირა. აქციას შეუერთდნენ ასევე თვითმმართველობის თანამშრომლები, პედაგოგები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და გენდერული აქტივისტები, რომელთაც ძალადობებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე ინფორმაცია აქციის ფასილიტატორმა - თამარ მამეიშვილმა მიაწოდა. გაიმართა თემის ირგვლივ საინტერესო დისკუსიაც. აქციის ორგანიზატორები იყვნენ მუნიციპალიტეტის მერის გენდერულ საკითხებში თანაშემწე და მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?