ქედის მერი დაბაში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო



ლევან გორგილაძე, პირველ მოადგილესთან ერთად, დაბაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო და სამშენებლო კომპანიებს, რომელთა მიმართ მერიას შენიშვნები ჰქონდა, მკაცრი გაფრთხილებები მისცა. შპს ,,ზადუ"-ს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში, აღმაშენებლის ქუჩაზე, საავტომობილო გზის დაზიანებული საფარის აღდგენის თაობაზე, მერიის შესაბამისმა უწყებამ ოფიციალური შეტყობინება უკვე გაუგზავნა. რუსთაველის ქუჩაზე არსებულ პარკში, სცენის მშენებლობა აპრილის თვეში სრულად უნდა დასრულდეს, პროექტში ცვლილებები ქედის კულტურის ცენტრის რეკომენდაციით შევიდა. გონივრული ვადა მიეცა ასევე, შპს ,,ლადა"-ს, რომელიც აღმაშენებლის ქუჩაზე სოციალური სახლის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ობიექტური მიზეზების - უამინდობის გამო შეფერხდა. სოციალური სახლი მაისის თვეში უნდა დასრულდეს. როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები აღნიშნავენ, არაკეთილსინდისიერი მშენებლების მიმართ უმკაცრესი სანქციები გატარდება. თუმცა, ძირითადი ორიენტირი იქნება შესრულებული სამუშაოს ხარისხი და ობიექტების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულება. მსგავსს მონიტორინგს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი სამსახურები, ინტენსიურად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განახორციელებენ.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |