მთავარი სიახლეების არქივი

ქედის გოგონათა ნაკრები გუნდი მაგიდის ჩოგბურთში ჩემპიონია

ქედა სპორტული წარმატებებით რომ ერთგვარი სამაგალითო მუნიციპალიტეტია, ამისი დასტური კიდევ ერთი ჩემპიონის ტიტულია, რომელიც ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017"-ის ფარგლებში, ქედის გოგონათა ნაკრებმა გუნდმა გუშინ ქუთაისში მოიპოვა და სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მაგიდის ჩოგბურთში დაიმსახურა. დასავლეთის ზონის პირველი ადგილის დამაჯერებლად მოპოვების შემდეგ, აღმოსავლეთის გამარჯვებულ გუნდებთან ფინალური თამაშები გამართა და უპირატესი გამარჯვებები ზედიზედ ორჯერ მოიპოვა. შედეგად 4 სპორტსმენი ვაიოს სექციიდან: ლინდა ჩიკვაიძე, ელზა მახაჭაძე, მირანდა გორგილაძე და ქეთი შავიშვილი მომავალ წელს მალტაში გაემგზავრებიან. მწვრთნელები და ნაკრები გუნდი ოლიმპიურმა კომიტეტმა მედლებით, თასითა და სიგელებით დააჯილდოვა. ქედის გამგეობა ულოცავს მწვრთნელსა და სპორტსმენ გოგონებს ჩემპიონის ტიტულს და მუნიციპალიტეტის არაერთგზის სახელობისთვის მადლობას უხდის!

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?