მთავარი სიახლეების არქივი

ქედის ფოლკლორული ანსამბლების აუდიოდისკები გამოიცემა

ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები, მეორე დღეა წლების განმავლობაში ნაგროვებ ფოლკლორულ მარგალიტებს, ფონდი ,,ქართული გალობის" ეგიდით წერენ და აუდიოდისკის გამოცემაზე მუშაოებენ. ვინაიდან, დაპირებისამებრ, ფონდი სხვადასხვა წელს დაჯილდოვებულ ლოტბარებზე მონოგრაფიების გამოცემასთან ერთად, დაჯილდოვებული ანსამბლების აუდიოდისკების გამოცემას იწყებს, ქედაში ჩაიწერება ანსამბლ ,,ელესას" (მეორე ალბომი), ანსამბლ ,,იაგუნდის", ანსამბლ ,,მოყვარეს" (მერისი) და ქედელი მეჭიბონეების პირველი ალბომები. აღსანიშნავია, რომ „ელესა“ და „იაგუნდი“ 2013 და 2016 წელს დაჯილდოვდნენ ნომინაციაში „ახალგაზრდა ანსამბლი“, ხოლო ანსაბლი „მოყვარე“ უხუცესი ლოტბარის, ამირან თურმანიძის გუნდია, რომელიც წელს აჭარული სიმღერის შენარჩუნება-პოპულარიზებისათვის ფონდმა დააჯილდოვა ნომინაციაში „ქართული სიმღერის მოამაგე“. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა მადლობას უხდის ფონდს, ქალბატონ ნანა გოთუას და ნინო რაზმაძეს ქედის ანსამბლების მხარდაჭერისთვის. ჩაწერები კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?