მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში ტურისტული სეზონი დაანონსებული ველომარათონით გაიხსნა

ის, რომ ქედაში ტუსრისტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ამაზე მზარდი სტატისტიკაც მეტყველებს. შესაბამისად ქედის თვითმმართველობა კომპეტენციების ფარგლებში ცდილობს გაზარდოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწერიგებლად, ახალი სერვისების შესაქმნელად, ხელშესაწყობად. მახუნცეთის კეთილმოწყობა, ზენდიდისა და კავიანის ციხეებთან მისასვლელი ბილიკები - ეს ის პროექტებია, რისთვისაც წელს გამგეობა მილიონ ლარამდე დახარჯავს. ტურისტული სეზონი დღეს დაანონსებული ველომარათონით გაიხსნა ქედაში. ველოკლუბის წევრებს გამგეობის საჯარო მოხელეები შეუერთდნენ და ზენდიდის ციხისკენ აიღეს მარშრუტი. აჭარის საგზაო დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზა მთლიანად შავი ასფალტით წინა კვირაში დაიფარა, რაც ტურისტებს გაცილებით გაუიოლებს კულტურულ ძეგლამდე მისასვლელ მანძილს.გარდა ამისა, ციხიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედები, რაც დამთვალიერებელს ყველაზე უფრო ხიბლავს. მარათონამდე გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ქაჯაიამ დაბა ქედაში განთავსებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მოინახულა და გამგეობის მიერ გამოცემული ტურისტული რუკები გადასცა. ასევე ისაუბრა ტურისტებისთვის ახალ შესაძლებლობაზე, ახლო პერიფერიებში უკვე ველოსიპეტებითაც დაათვალიერონ ღირსშესანიშნაობები. მარათონს ორგანიზებას ქედის გამგეობა და ა(ა)იპ ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრი უწევდა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?