ქედაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
ტურიზმის ხელშეწყობა და განვითარება ქედის გამგეობის, ბოლო სამი წლის განმავლობაში ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, დანდალოში თამარ მეფის ხიდთან მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, კავიანის ციხის მიმართულებით ბილიკებისა და კიბეების მშენებლობა, მოაჯირების მონტაჟი, მოსაცდელის, ორი საპიკნიკე ფანჩატურისა და საპირფარეშოს მშენებლობა, წყალმომარაგების სისტემის გამართვა და ა.შ. - ეს ის სამუშაოებია, რომელიც გამგებელმა დავით დუმბაძემ, საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსთან ჯემალ ტაკიძესთან, მედიის წარმომადგენლებთან და მშენებლებთან ერთად მოინახულა. ,,ჩვენი უმთავრესი მიზანია, არამარტო მახუნცეთში იზრდებოდეს ტურისტთა ნაკადი, არამედ მთლიან მუნიციპალიტეტში. ამისთვის კოორდინირებულად ბევრს ვმუშაობთ სხვადასხვა უწყებებთან, რათა შევქმნათ ახალი ტურისტული მარშრუტები, სერვისები. გარდა ამისა, ეს ჩვენი ისტორიაა, კულტურული ძეგლების მოვლა და შენახვა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ამ საკითხს გულისყურით ვეკიდებით. გულწრფელად მიხარია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების ხილვა თამარის ხიდთან"- განაცხადა გამგებელმა. დავით დუმბაძე ადგილობრივებთან ერთად ტურისტებსაც გაესაუბრა, რომლებმაც კმაყოფილება გამოთქვეს მიმდინარე სამუშაოების გამო. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა კავიანზე სექტემბრის თვეში დასრულდება და მას ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ზადუ" ახორციელებს. წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის მილიონ ლარამდე იხარჯება - მახუნცეთი - 700 000 ლარი, ზენდიდისა და კავიანის ციხეების მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის კი 230 000 ლარამდე.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |