ქედაში სპორტული ოლიმპიადის შესარჩევი ტური დასრულდა
,,მოსწავლეთა სასკოლო ოლიმპიადა -2017" - ის მუნიციპალური შესარჩევი ტური ქედაში, მინი ფეხბურთის სახეობით ოფიციალურად დასრულდა. შეჯიბრში 13 საჯარო სკოლის გუნდი ღებულობდა მონაწილეობას, თუმცა დაბა ქედის საჯარო სკოლის ფეხბურთელებმა პირველობა არავის დაუთმეს და რეგიონალურ ტურში მონაწილეობის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს. შეჯიბრი სპორტის სულ 5 სახეობაში გაიმართა: აჭარის პირველობისთვის დაბა ქედის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები კალათბურში იბრძოლებენ, მაგიდის ჩოგბურთში ვაიოს სექცია, მხიარულ სტარტებში ასევე დაბა ქედის საჯარო სკოლა, ხოლო ფრენბურთში დანდალოს საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები. შესარჩევი ტურისთვის, რეგიონალურ შეჯიბრებებში მონაწილეობისა და დამწყებ სპორტსმენთა სპორტული ფორმების უზრუნველყოფისთვის გამგეობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 10 500 ლარი დაიხარჯება. სპორტულ შეჯიბრებებს კი ორგანიზებას ქედის რესურსცენტრი უწევდა. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა პატარა სპორტსმენებს წარმატებებს უსურვებს!
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |