მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას უმასპინძლეს

აჭარის მთავრობასა და სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ვიცე-მარშალ სტანისლავ დომბროვას ხელმძღვანელობით, სილეზიის სავოევოდოს დელეგაცია აჭარის რეგიონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ოფიციალურ დელეგაციას ქედაშიც უმასპინძლეს. გამგებლის პირველმა მოადგილემ გურამ ბერიძემ, მოადგილე მამუკა ფარტენძემ და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ სტუმრები ქედის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად მახუნცეთში მიიღეს. დელეგაცია ჩანჩქერმა და თამარ მეფის ხიდმა აღაფრთოვანა. ასევე მოიწონეს მიმდებარე ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარების კუთხით დაგეგმილი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებიც. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა დაბა ქედაში, კახური ტრადიციული მეღვინეობის ქედის ღვინის საწარმო დაეთვალიერებინა და ქედის ცოლიკაურისა და ჩხავერის უნიკალური ჯიშებისგან დამზადებული ღვინო დაეგემოვნებინა. ოფიციალურმა დელეგაციამ ქედა შთაბეჭდილებებით დატოვა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?