მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში ,,შინ მოვლის" ბენეფიციარებს საახალწლო ნობათები გადაეცათ

არასამთავრობო ორგანიზაცია NAF- ისა და ქედის მერიის ერთობლივი ინიციატივით, ,,შინ მოვლის" პროგრამის ბენეფიციარებს საახალწლო ნობათები გადაეცათ. სოფელ ზედა და ქვედა ბზუბზუში, ორცვაში, დაბა ქედაში, აბუქეთაში და წონიარისში მცხოვრებ პროგრამით მოსარგებლე 9 მარტოხელა, სოციალურად დაუცველ ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტების, ტკბილეულობის, ჰიგიენური საშუალებებისა და თბილი სამოსის ფუთები ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ავალიანმა და პროგრამის მოხალისეებმა გადასცეს. ,,ყველას ვულოცავ დამდეგ ახალ წელს! მადლობა ყველას, ვინც ჩვენი გახარება შეძლო, ახალი წელი შეგვახალისა და ყურადღებით გული გაგვითბო! არ მეშინია სიმარტოვის, როცა იცი უანგაროდ შენი დახმარება შეუძლიათ! უფალი გფარავდეთ!" - დარეჯან შოთაძე - პროგრამით მოსარგებლე, სოფელი ორცვა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?