ქედაში სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა წელსაც გრძელდება
ბოლო სამი წლის განმავლობაში, ქედის გამგეობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენს. სისტემების მშენებლობა - რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 746 000 ლარი უკვე დაიხარჯა: - აშენდა აწჰესის დასახლების და სოფელ ზედა მახუნცეთის წყლის სისტემა (8 კმ სიგრძის) სამარაგო აუზით - 330 000 ლარი; - დაბა ქედის წყალმომარაგებისათვის 500 ტონიანი სამარაგო აუზი - 130 000 ლარი; - გარემონტდა და დამონტაჟდა მფილტრავი მოწყობილობები დაბა ქედის წყალმომარაგების სისტემებზე ღარათსა და ზენდიდში - 96 000 ლარი; - ორეტაპად მიმდინარეობს ხარაულა ჯალაბაშვილების სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა (17 კილომეტრი სიგრძის) - 865 000 ლარი; - ხუნკუდა-გულები-ზესოფლის სასმელი წყლის მაგისტრალი (8 კილომეტრი სიგრძის) - 658 000 ლარი; - დაბა ქედის წყალმომარაგების სისტემაში დასრულდა წყლის გაუსნებელყოფის ავტომატური სისტემა, მოწესრიგდა სოფელ წონიარისის, ახოს, პირველი მაისის სისტემები, გარემონტდა სოფელ ცხმორისის, დანდალოს, გოგიაშვილების და მერისის სასმელი წყლის სისტემები. მიმდინარე წელს ქედაში დამატებით 5 მაგისტრალი მოწესრიგდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 200 000 ლარი დაიხარჯება: - უკვე დასრულდა აბუქეთის სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა; - მიმდინარეობს ქოსოფლის, ზენდიდი-ცხემნის, კორომხეთისა და გეგელიძეების სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ჯამში დღემდე სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის ქედაში 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და ახალი მაგისტრალებით 1000 -ზე მეტი ოჯახი უკვე სარგებლობს.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |