მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა

დაბა ქედაში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერში, მერიის ორგანიზებით 24 ნოემბერს, სასტუმრო ,,ლეო გრანდში" დაღუპული 11 მოქალაქის ხსოვნის პატივსაცემად, სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. მერიისა და საკრებულოს მოხელეებმა საზოგადოების წევრებთან ერთად, სკვერი ყვავილებითა და სანთლებით შეამკეს. ცერემონიაში ჩაერთო და საგალობლები შეასრულა ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ელესამ". ,,ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა. დაიღუპა ჩვენი ახალგაზრდა თაობა. მუნიციპალიტეტის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ სათანადო პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას" - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ შუქრი თურმანიძემ.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?