მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში საჯარო მოხელეებისთვის სემინარი გაიმართა

,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის ,,თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების ჩართულობით“ ფარგლებში, დღეს ქედაში საჯარო მოხელეებისათვის სემინარი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის პირველი პირები და თვითმმართველობის მოხელეები ესწრებოდნენ. პროექტის მიზანი შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. სემინარი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობა, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება წინასაარჩევნო პერიოდში, ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივი გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა და ა.შ. სემინარს უძღვებოდნენ ,,სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურია-ფოთის რეგიონული ხელმძღვანელი მადონა ბერიძე და ამავე ორგანიზაციის ქედის კოორდინატორი ვლადიმერ თებიძე.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?