მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში, ქვედა აქუცისა და ვაიოს დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ქედაში, ქვედა აქუცისა და ვაიოს დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილზე მოინახულა მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან გენადი ანანიძესთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ნაზიმ ჩხეიძესთან ერთად.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა: რკინა-ბეტონის კიუვეტი ცხაურით, გაბიონის და ბეტონის საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები, ლითონის ხიდი და ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი დამცავი ზღუდარებით.

კეთილმოწყობილი 1080 მეტრიანი საავტომობილო გზით სამი სოფელის 200-მდე ოჯახი ისარგებლებს. დღემდე სოფლის მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობდა, ხოლო რაც შეეხება აქუცის მოსახლეობას წლების განმავლობაში არ ქონიათ საავტომობილო გზა.

სამშენებლო სამუშაოებს შპს ,,ბონდი 2009“ აწარმოებს, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 341 333 ლარია.


დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?