მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში ხანდაზმულების შინმოვლას მოხალისეები განახორციელებენ

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დახმარების ეროვნულ ფონდს" (NAF) შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, როგორც უკვე დაანონსდა არამობილური, სოციალურად დაუცველი ხანდაზმულების შინმოლის სერვისს მოხალისეები განახორციელებენ. მეორე დღეა, ქედიდან 6 მოხალისეს , მაკლეინის ასოციაციიდან მოწვეული ტრენერები, ასაკის თანმხლები სირთულეებისა და მათთან ეფექტური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიებისა და ტექნიკების შესახებ ტრენინგებს უტარებენ. სწავლებას ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ავალიანი ესწრება, რომელმაც მოხალისეობის ხელშეწყობასა და ამ კუთხით სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდაზე ისაუბრა. პროგრამის მიზანია უმწეო და უნარშეზღუდულ ხანდაზმულთა მდგომარეობის შემსუბუქება და ზრუნვა მათი ღირსებისა და სოციალური პირობების შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის. სერვისი ევროკავშირის დაფინანსებითა და არბაითენ სამარიტელთა ბუნდის პარტნიორობით განხორციელდება. ქედაში მოხალისეები 9 ბენეფიციართან მოხალისეობას მარტის თვიდან ოფიციალურად შეუდგებიან

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?