მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში ყადირ შერვაშიძის ბიუსტი ოფიციალურად გაიხსნა

პირველი აჭარელი ექიმის, თამარ მეფის ორდენის კავალერისა და საზოგადო მოღვაწის - ყადირ თუფანის ძე შერვაშიძის ბიუსტი, დღეს დაბა ქედაში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერში ოფიცილაურად გაიხსნა, რომელსაც საზოგადო მოღვაწეები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მთავრობის წევრები, საგვარეულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცერემონია გახსნილად ქედის მერმა ლევან გორგილაძემ გამოაცხადა და ყადირ შერვაშიძის პიროვნების, როგორც ქველმოქმედისა და მისი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი მოღვაწეობის შესახებ მოკლე ექსკურსი გააკეთა. ამაღელვებელი იყო უშუალოდ შვილთაშვილის - კახაბერ კანდელაკის მიერ ბიუსტის გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ მონოგრაფიის ავტორი რამაზ სურმანიძე, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დავით თედორაძე,პროფესორი კახა სურგულაძე, რევაზ შერვაშიძე, ისტორიკოსი შალვა აბაშიძე, ყოფილი გამგებელი დავით დუმბაძე, რომელმაც ინიციატივას ხორცი შეასხა, პოეტი შოთა ანანიძე და სხვები. ბიუსტი ქედაში მერიის ინიციატივითა და ფინანსური უზრუნველყოფით განთავსდა. გახსნის ცერემონიას კი ორგანიზებას შერვაშიძეთა საგვარეულო უწევდა. ცერემონიას მუსიკალურად ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ელესა“ აფორმებდა.v

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?