მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან რომან დავითაძესთან და სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსთან გენადი ანანიძესთან ერთად სამშენებლო სამუშაოები ადგილზე მოინახულა.

ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებისა და მასში შემავალი სოფლის ცენტრების კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში მოეწყო:

სოფელ მეძიბნაში აშენდა ორი ფანჩატური, ხოლო ერთი ფანჩატურის მშენებლობა ამ ეტაპზე სოფელ ცხემნაში მიმდინარეობს;
რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელი ორცვის და ინაშარიძეების სოფლის სახლებს.

შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება:
დაბა ქედაში აბაშიძის ქუჩაძე გზის კეტილმოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები ცხაურით, ფერდსამაგრი კედელი, გოფრირებული მილხიდი და დაეგება ბეტონის საფარი;

ასევე, სოფელ ნამონასტრევში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში არსებული ხის ხიდი შეიცვალა კაპიტალური ლითონის კონსტრუქციით.
პროგრამით გათვალისწინებული აღნიშნული სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.



დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?