მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში გზების მოასფალტება აქტიურ ფაზაშია

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში, ქედაში ასფალტობეტონის დაგების პროცესი სამი მიმართულებით მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს სოფელ ზენდიდში დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა, მოადგილესთან რაულ ბერიძესთან, ქედის გამგებელთან დავით დუმბაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან ანზორ ბოლქვაძესთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან გიორგი მანველიძესთან ერთად დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გზაზე ასფალტის საფარი პირველა მოეწყობა, რითაც ადგილობრივებთან ერთად ტურისტებიც ისარგებლებენ. სოფელ ზენდიდში განთავსებულ ციხე-სიმაგრეს წლის განმავლობაში არაერთი უცხოელი ვიზიტორი ჰყავს. 2,100 კმ მანძილის ასფალტით დაფარვის სამუშაოები, როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა დღესვე დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბონდი 2009“ ასრულებს, რომლის ბიუჯეტი 651 550 ლარია.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?