ქედაში ევროკავშირის შესახებ სიმბოლური ღონისძიებები გაიმართა
საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი დღეს ისტორიულ ფაქტს ზეიმობს. 28 მარტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების, ვიზალიბერალიზაციის დღეა - საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის საზღვრები ვიზების გარეშე! ისტორიულ თარიღს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ ქედაშიც. ადმინისტრაციულ შენობასთან საზეიმოდ აღიმართა ევროკავშირის დროშა, საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრებში ცნობადობის ასამაღლებლად ჩატარდა სემინარები, მოეწყო კუთხეები და ა.შ. შთამბეჭდავი იყო დაბა ქედის #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მიერ დახატული საოცნებო ქვეყნები. ასევე, ქედის კულტურის ცენტრში, მოსწავლე-ახალგაზრდობის განყოფილებაში გამართული სემინარი, რომელსაც გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია ესწრებოდა.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |