მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში ახალი მინი სპორტული მოედანი აშენდება

დაბა ქედაში, თ.სახოკიას ქუჩაზე ახალი მინი სპორტული მოედნის და სკვერის სამშენებლო სამუშაოები დაიეყო.

სამშენებლო სამუშაოებს მერი როლანდ ბერიძე, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან და სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსთან გენადი ანანიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი თანამედროვე ტიპის მინი სპორტული მოედანი, მოეწყობა მოედნის სექციური ღობე, ბეტონის ფილა, ხელოვნური ბალახის საფარი, განათება და აღიჭურვება სპორტული ინვენტარით.

ასევე, მინი სპორტული მოედნის მიმდებარედ მოეწყობა სკვერი. დაიდგმება ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, დამონტაჟდება დეკორაციული სკამები, ურნები და განათებები.

მინი სპორტული მოედნის და სკვერის მთლიანი პერიმეტრი შემოისაზღვრება ლითონის ღობით.

სამუშაოებს შპს ,,ესია ჯგუფი“ ახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 281 618 ლარს შეადგენს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?