მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკეს

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები დღეს დაბა ქედაში, 9 აპრილის სკვერში შეიკრიბნენ და მემორიალი გვირგვინით, ტიტებითა და სანთლებით შეამკეს. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას 21 დაღუპულის, მათ შორის 16 ქალბატონის, სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა სხალთის ეპარქიის დეკანოზმა ევდემოზ ალელიშვილმა. ქედის კულტურის ცენტრის რეჟისორმა ლია მახარაძემ თარიღთან დაკავშირებით მოკლე ექსკურსი გააკეთა. სიტყვით გამოსვლაში მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა ხაზი გაუსვეს ქართველობის ეროვნული თვითშეგნების დასაბამს - დამოუკიდებლობისადმი სწრაფვას და თავგანწირვას, რაც ლიბოა დღევანდელი დამოუკიდებელი საქართველოსი! ცერემონიისას საგალობლებს ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ელესა" ასრულებდა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?